უკრაინას სამართლიანი და მყარი მშვიდობა სჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„უკრაინას სჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ჩვენ ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას.
დიდი მადლობა კირ სტარმერს დღევანდელი შეხვედრისთვის.
მშვიდობის შესაძლებლობა ახლა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული – სწორედ მას მართებს თავდასხმების შეწყვეტა“, – წერს ოლაფ შოლცი.