ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, სამომხმარებლო ფასები კი ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, 0.5 პროცენტით გაიზარდა.
ამასთან, 2017 წლის ბიუჯეტი, რომლის პირველი ვარიანტი მთავრობას 2,3 კურსით ჰქონდა დაგეგმილი, შეიცვალა და ბოლოს წარდგენილ დოკუმენტში ბიუჯეტი 2,5 კურსით არის შედეგნილი.
გაუფასურების პრობლემა ქართულ ეროვნულ ვალუტას 2015 წელსაც აწუხებდა, შესაბამისად, მთავრობის ინიციატივით, ლარის მხარდასაჭერ ღონისძიებათა ფარგლებში, შეიქმნა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა.
”ფორტუნამ” სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან სწორედ იმ მსხვილი ობიექტების სია გამოითხოვა, რომლებიც ბოლო ორ წელიწადში გაიყიდა.
2015 და 2016 წელს პრივატიზირებული ობიექტების ნუსხა:
1. ქ. თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე, 26295 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 2 900 000 დოლარი.
2. ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N13-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „მეშახტე“-2 500 000 დოლარი.
3. ქ. ბათუმი, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ბათუმი თაუერი) -25 004 626დოლარი, განსახორციელებელი ინვესტიციების ოდენობა შეადგენს 15 000 000 დოლარს.
4. ქ. თბილისში ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული – 9 450 000 დოლარი.
5. ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩა N17/4-ში მდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 3 555 000 დოლარი.
6. ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N91-ში მდებარე შენობა – 1 050 000 ლარი.
7. ქალაქ თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე (ნაკვეთი 23/050) მდებარე 1840.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (ნანგრევი)- 1 008 000 ლარი.
8. ქ. გურჯაანში, კოსტავას ქუჩა N1-ში არსებული ღვინის ქარხანა – შპს „გრუზვინპრომის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი – 31 105 000 ლარი.განსახორციელებელი ინვესტიციების ოდენობა შეადგენს 1 000 000 ლარს.
9. შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 95%-იანი წილი – 800 000 ლარი.განსახორციელებელი ინვესტიციების ოდენობა შეადგენს 6 000 000 ლარს.
10. ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურში მდებარე 33951 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – 2 263 500 დოლარი.განსახორციელებელი ინვესტიციების ოდენობა შეადგენს 10 000 000 ლარს.
11. შპს ,,ვარციხის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი – 2010000 ლარი;
12. ქალაქ ზუგდიდიში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე 11 474.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობა – 452 000 ლარი.განსახორციელებელი ინვესტიციების ოდენობა შეადგენს – 600 000 ლარს.
13. ქალაქი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N44-ში მდებარე შენობა – 5 750 001 ლარი.განსახორციელებელი ინვესტიციების ოდენობა შეადგენს – 5 300 000 ლარს.
14. ქალაქი თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე 3184.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (კინოთეატრი „სიხარული“)–707 000 ლარი.განსახორციელებელი ინვესტიციების ოდენობა შეადგენს – 1 200 000 ლარს.
15. ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში N5-ში მდებარე (ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომი) 17313.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები – 5 037 000 ლარი. განსახორციელებელი ინვესტიციების ოდენობა შეადგენს 10 000 000 ლარს.
16. ქ. თბილისში, აღმაშენებლის N138–ში მდებარე (ყოფილი რკინიგზის კოლეჯი) 2697 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1214 კვ.მ შენობა–ნაგებობა – 11 235 000 ლარი.