LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

148
world-bank-1

მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოში 4.4%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც 0.4%-ით აღემატება იანვრის პროგნოზს. რაც შეეხება 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მსოფლიო ბანკი მას უცვლელად ტოვებს და აცხადებს, რომ 2024-2025 წლებში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის “გლობალური ეკონომიკური პერსპექტივის” თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2023 წელს ეკონომიკურ ზრდას კვლავ უკრაინის ომი აფერხებს, რის გამოც რეგიონის ქვეყნებში ზრდა შენელებული იქნება და წლიური მხოლოდ 1.4%-ს მიაღწევს. ზრდის შენელებაზე ომის გარდა, გავლენას ახდენს მაღალი ინფლაცია, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული გარე მოთხოვნა. 2024 წლიდან რეგიონის ეკონომიკა 2.7%-ით გაიზრდება, რაზეც გავლენას იქონიებს თანდათან შემცირებული ინფლაცია და მოთხოვნის ზრდა, თუმცა რისკფაქტორებად რჩება უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაცია, ასევე გეოპოლიტიკური დაძაბულობის შესაძლო ზრდა რეგიონის კიდევ რომელიმე ქვეყანაში.

„აპრილში საქართველოს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა… ამის მთავარი საფუძველი არის მშვიდობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

მსოფლიო ბანკი წერს, რომ ცენტრალური ევროპის რეგიონისგან განსხვავებით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა უფრო დიდი იყო, რაც რუსეთიდან მიგრანტებისა და კაპიტალის შედინებამ განაპირობა. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ცენტრალური აზიის რეგიონშიც ზრდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 3%-მდე შემცირდება, რისი მიზეზიც ევროკავშირში ზრდისა და რუსეთიდან კაპიტალის/მიგრანტების შემოდინების შესუსტებაა. რაც შეეხება 2024-2025 წლებს, ამ პერიოდში რეგიონის საშუალო წლიური ზრდა 3.5%-ს მიაღწევს.

 

წყარო: BM.GE

ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი, შესაძლოა, გადაიხედოს – ეროვნული ბანკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g