საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით, შესაძლოა, გადაიხედოს
როგორც პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, უახლოეს მომავალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას პროგნოზირებენ.
„მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გვექნება ზაფხულის ბოლოს და ამ დროისთვის უკვე გადავხედავთ მშპ-ის ზრდას. მთავარი ფაქტორი არის უკვე პირველი ოთხი თვის წინასწარი მონაცემები ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც 7 პროცენტს აღემატება. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ ჩვენი ხუთპროცენტიანი პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს. ზუსტ ნიშნულს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ამის შეფასებას მოგვიანებით მოვახდენთ“, – განაცხადა ლეჟავამ.
საქართველოს ეკონომიკა აპრილში 7.5%-ით გაიზარდა