LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ეკონომიკა და საქართველოზე გავლენა: რა პროგნოზებს აკეთებენ ანალიტიკოსები

55

მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების დრამატულად განვითარებას ანალიტიკოსთა ნაწილი არ პროგნოზირებს.

როგორც ეკონომისტი ლევან კალანდაძე აცხადებს, შექმნილი აჟიოტაჟი დროებითი მოვლენაა და ნავთობის ფასის სტაბილიზაციის შემდეგ, ყველაფერი დასტაბილურდება. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული პანიკური განწყობები, რომელთა ერთ-ერთი შედეგი ბირჟებზე ინდექსების ჩამოშლაა, სწორედ ნავთობის ფასის მკვეთრმა ცვლილებამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

მისივე ინფორმაციით, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში ეროვნული ვალუტები გამყარდება, თუმცა ვარაუდობს, რომ მათი სტაბილიზაცია მოკლე პერიოდში მოხდება. კალანდაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა საკუთარი პოლიტიკა ორი ძირითადი მიმართულებით უნდა შეცვალოს – უნდა შემცირდეს რეფინანსირების სესხები კომერციული ბანკებისთვის, ასევე შეიზღუდოს ე.წ. არაჰეჯირებული სესხების გაცემა.

ექსპერტები თვლიან, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქტიური პრივატიზაცია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იქნება.

მათი ინფორმაციით, ეს კომპლექსური მიდგომა საბოლოო ჯამში განაპირობებს ლარის ქცევას ბაზარზე შემდგომ პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს პირველ სამ კვირაში ჩინეთის სამრეწველო სექტორის საქმიანი აქტივობის ინდექსი Caixin China 47,1-დან 47,8 პუნქტამდე დაეცა. ანალიტიკოსების თქმით, ჩინურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა მსოფლიო ინდექსების ვარდნა და განვითარებადი ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურება გამოიწვია. ამავდროულად დაეცა ნავთობის მსოფლიო ფასები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g