პაბლო პიკასო ამბობდა: „კარგი მხატვრები აკოპირებენ, დიდებულები კი იპარავენ“. როგორც ჩანს, ის მართალი იყო: ყველა შემოქმედი ერთ ინფორმაციულ ველში მუშაობს, ხოლო სხვების მიერ მოპოვებული წარმატებული სვლების საუკეთესოდ გადაკეთება – გენიალური ნაწარმოების განუყოფელი ნაწილია.
კიდევ უფრო რთულად არის საქმე მუსიკაში. არსებობს მსოფლიო ჰიტები, რომლებიც ნაკლებად ცნობილი მუსიკოსების შემოქმედების პლაგიატს წარმოადგენს.
Coldplay vs. ჯო სატრიანი
ჯო სატრიანიმ Coldplay-ს 2009 წელს უჩივლა. ის ამტკიცებდა, რომ ჰიტი „Viva La Vida“ მისი ნამუშევრის „If I Could Fly“ ინსტრუმენტული ნაწილის იდენტური იყო. ბრიტანული ჯგუფის წევრების თქმით კი, ეს მხოლოდ დამთხვევაა და მსგავსებით თავადაც გაოცებულები არიან.
The Beatles vs. ჩაკ ბერი
https://www.youtube.com/watch?v=_HONxwhwmgU
ჩაკ ბერიმ მალევე შეძლო იმისი დამტკიცება, რომ ლივერპულელი ოთხეულის ჰიტი „Come Together“ სხვა არაფერია მისი ჰიტის „You Can’t Catch Me“ შენელებული ვერსია. საქმის წაგების შემდეგ ჯონ ლენონმა მელანქოლიური ტონით განუცხადა პრესას, რომ თაყვანისმცემლების იმედგაცრუებისთვის დრო უბრალოდ არ აქვს.
Nirvana vs. Killing Joke
სიმღერის „Come As You Are“ გამოშვების მომენტში კურტ კობეინი ძალიან ღელავდა: პოტენციური ჰიტი ძალიან ჰგავდა Killing Joke-ის ნამუშევარს „Eighties“, რომელიც რამდენიმე წლით ადრე გამოვიდა.
სასამართლო კი გაურკვევლად დასრულდა: კობეინის სიკვდილმა ამ საქმეს სამუდამო კითხვის ნიშანი დაუსვა.
RHCP vs. ტომ პეტი
https://www.youtube.com/watch?v=KP47oST_hAE
RHCP-ის სასარგებლოდ, ტომ პეტი არასოდეს განეკუთვნებოდა იმ მუსიკოსების რიცხვს, რომლებიც სიმართლის დამტკიცებას სასამართლოს გზით ცდილობენ. რა თქმა უნდა, მან არაჩვეულებრივად იცოდა, რომ „Dani California“ ძალიან ჰგავდა მის ნამუშევარს „Mary Jane’s Last Dance“, თუმცა ეს საკითხი მას დიდად არ აწუხებდა.
Led Zeppelin vs. Muddy Waters
Led Zeppelin-ის მიმართ მსგავსი ბრალდებები უხვად მოიპოვება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, რობერტ პლანტმა გულახდილად აღიარა, რომ Muddy Waters-ის სიმღერა „You Need Love“ ნამდვილად გამოიყენა სიმღერაში, რადგან არ იცოდა, რაზე ემღერა. საქმე სასამართლოს გარეთ მოგვარდა.