LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო საპატრიარქო: „მსოფლიო პატრიარქი გაემგზავრება თბილისში, რათა წარუძღვეს საქართველოს პატრიარქის, მარადსახსენებელი ილია II-ის დაკრძალვის მსახურებას და პირადად გამოხატოს დედაეკლესიის თანაგრძნობა და სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ“

134
მსოფლიო პატრიარქი

„მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი გაემგზავრება თბილისში, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ“, – ამის შესახებ მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა 

ამის შესახებ ინფორმაციას Catholic ვატიკანის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანმხლები პირები იმავე დღეს დაბრუნდებიან კონსტანტინოპოლში:

„მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმიდესი ბართლომე გაემგზავრება კვირას, 2026 წლის 22 მარტს, დილით ადრე საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რათა წარუძღვეს საქართველოს პატრიარქის, მარადსახსენებელი ილია II-ის დაკრძალვის მსახურებას, რომელიც შესრულდება ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში და პირადად გამოხატოს დედაეკლესიის თანაგრძნობა და სამძიმარი ქვეყნის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასის, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მორწმუნე ერის მიმართ. ყოვლადუწმიდესობას თან ახლდებიან ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი, დიდი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აგრეთვე მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახრისტუ და საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი. ღმრთის ნებით, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანმხლები პირები იმავე დღეს დაბრუნდებიან კონსტანტინოპოლში“, – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ლიტურგიას არ გაუძღვება, ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს

magti 5g