LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო პირველად უმასპინძლებს

126
მსოფლიო ტურიზმის დღე

27 სექტემბერს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს.

საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან.

ღონისძიების წლევანდელი თემაა „ტურიზმი და მშვიდობა.“

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g