LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიო ვარსკვლავებთან Maroon 5, კელი კლარკსონთან ერთად უნდა ვიმღერო, აუცილებლად უნდა მოვხვდე 4 ფინალისტს შორის“.. „ოცნებას ავუხდენ დედაჩემს და მამაჩემს“ – ნინი შერმადინი და თათია კობალაძე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

1042
Untitled design (2)

ქართველი მომღერლები – ნინი შერმადინი და თათია კობალაძე, რომლებიც აშშ-ში, ავტორ-შემსრულებლების კონკურსის ტოპ 10-ში გადავიდნენ, ქართველ გულშემატკივრებს მიმართავენ.

„პირველ ადგილზე ვარ! ჩემს გამარჯვებას მთლიანად რაჭაში დაზარალებულების ოჯახებს და მაშველებს მივუძღვნი“.. „თან მიხარია და თან მრცხვენია, რომ ბედნიერი ვარ“ – ნინი შერმადინი და თათია კობალაძე აშშ-ის ავტორ-შემსრულებლების კონკურსში ტოპ 10-ში გადავიდნენ

მუსიკოსები საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მათი გვერდში დგომა ოცნების ახდენაში დაეხმარებათ:

„თუ ფიქრობთ, რომ ვიმსახურებ 14 ოქტომბერს ამ დიდი მომღერლების გვერდით სცენაზე დგომას, გთხოვთ, ხმა მომეცით დღეში ერთხელ.

ოცნებას ავუხდენ დედაჩემს და მამაჩემს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად იამაყებენ იქ ჩემით. თქვენს გარეშე არაფერი გამომივა“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

 

თუ ფიქრობთ რომ ვიმსახურებ 14 ოქტომბერს ამ დიდი მომღერლების გვერდით სცენაზე დგომას, გთხოვთ ხმა მომეცით დღეში ერთხელ ❤️? …

Posted by Nini Shermadini on ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023

 

„ფინალისტები იმღერებენ Maroon 5, Kelly Clarkson, და OneRepublic-თან ერთად!

მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად უნდა ვიმღერო, აუცილებლად უნდა მოვხვდე 4 ფინალისტს შორის და შემდეგ უკვე გამარჯვება არის მიზანი!

გთხოვთ, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ხმის მიცემა! დამეხმარეთ ოცნების ასრულებაში და ერთად ვაჩვენოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ცდილობს ნიჭიერი ადამიანების დაბლოკვას, რომ მათ არაფერი გამოუვათ!

დაე ბოლო ვიყო, ვისაც ასე ჩაუკეტავენ ამ ქვეყანაში წარმატებისკენ მიმავალ გზებს!

დაე ჩემს შემდეგ უბრალოდ ეშინოდეთ, რომ თუკი სხვასაც დაამცირებენ, ან დაბლოკავენ, ის ადამიანიც გავა მსოფლიო სცენებზე და იქიდან გასცემს პასუხს!“ – წერს თათია კობალაძე.

 

⭐️ფინალისტები იმღერებენ Maroon 5,
Kelly Clarkson, და OneRepublic თან ერთად ! ⭐️?

⭐️მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად უნდა…

Posted by Tatia Kobaladze on ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, ნინი შერმადინი და თათია კობალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობენ, ისინი ამ ეტაპზე კონკურსის ტოპ 10-ში არიან გადასულები.

„მერიდება, ჩემი სიხარული გამოვხატო იმის ფონზე, რაც რაჭაში ხდება… დიახ, გადავედი ტოპ 15-ში“ – ნინი შერმადინი

„გადავედი ტოპ 15-ში! ჩემი გამარჯვება ამ და სხვა დანარჩენ კონკურსებშიც იქნება პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, თუ მთელი სამყარო გებრძვის! “ – თათია კობალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები