ქართული ავტოგასამართი სადგურები მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ სადგურს შორის მოხვდნენ. რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ბათუმის ”მაკდონალდსის” შენობის გვერდზე მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგური, რომელიც 2013 წელს აშენდა. მეცხრე ადგილზე კი გორის სიახლოვეს, ავტომაგისტრალზე მდებარე კომპანია „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურია. სადგურის არქიტექტურა გერმანულ კომპანია Mayer-ს ეკუთვნის.
აღნიშნული რეიტინგი ბრიტანულმა გამოცემამ DesignCurial შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური 2016 წელსაც მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სადგურებს შორის. მაშინ რეიტინგი ცნობილმა გამოცემა Telegraph-მა შეადგინა და ქართული ავტოგასამართი სადგური მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა.