LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიოს 22-ე უკრაინის არმიამ გაანახევრა მსოფლიოს მე-2 არმია, იგივე ურდო! – პუტლერ/პუილომ აუშვა სკუნსივით ნელ-ნელა სუნი: საჭიროა რეალობას ჩავხედოთ თვალებშიო!“ – ბუკა პეტრიაშვილი

206
Untitled design

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.

ბუკა პეტრიაშვილი უკრაინელი სამხედროების წინსვლაზე წერს და განმარტავს, რომ „უკრაინელები ჭკვიანურად უნადგურებენ ურდოს შეიარაღების საწყობებს და საზენიტო-სარაკეტო სისტემებს!“.

„#ArmUkraineNow #UkraineWillWin #RussiaTerroeistState

აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN სიხარულით მიგახსენებთ, რომა:

– ხარკოვის რეგიონში ჩვენებმა კიდევ 4 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს!

– ნელა, მაგრამ მტკიცედ მივიწევთ წინ ლუჰანსკის სტრატეგიულ სვატოვო-კრემენნას მიმართულებაზე!

– დონეცკის ბახმუტში მშვენიერალური ჰამბებია! ჩვენებმა რეზერვებით გაამაგრეს პოზიციები და გემრიელად მოსდეს ყბებში ვაგნერელ მუზიკანტებს! როგორც ექსპერტები უბნობენ, ცემენტის ქარხნის ტერიტორია გაათავისუფლეს დაქირავებული და მსჯავრდებული ბოევიკებისგან! მძიმე ბრძოლები გრძელდება, ათობით და ასობით ვაგნერელი ჩვენს პოზიციებს აკვდება!

ზაპოროჟიეს მელიტოპოლში კაააი გვარიანი აფეთქება იყო! პროპაგანდისტული ომის წარმოების ერთ-ერთი ცენტრი ფაფუუუ!

ხერსონის მიმართულებაზე მარცხენა სანაპიროზე ქუჩდებიან ჩმობიკები! მარჯვენა სანაპიროსაც ამაგრებენ, მაგრამ ერთ ვიწრო გასასვლელს იტოვებენ გაქცევისთვის! ბრძოლა იქნება! და იქნება სერიოზული!

მანამდე ჩვენები ძალიან ჭკვიანურად უნადგურებენ ურდოს შეიარაღების საწყობებს და საზენიტო-სარაკეტო სისტემებს! გუშინ ავიაციამ- 5, არტილერიამ – 2 ასეთი საწყობი გაანადგურა! საერთო ჯამში 20-ზე მეტი სამხედრო დანიშნულების ობიექტზე მივიტნეთ იერიში! მორიგჯერ გავუნადგურეთ ბარჟა! ისევ ააწყობენ, ისევ დავუნგრევთ!

ვერტმფრენებს არ უნდა ჩამორჩნენ ფიგრინავებიც! გუშინ სამხრეთის მიმართულებაზე 1 სუ-24მ-იც დაახეთქეს ჩვენებმა მიწას!

რამზანკა დიროვი გამწარდა ტიკტორების გაუმარსებით დაბაბანებაზე და იმუქრება, ყველგან მივალთ და გადავწვათ უკრაინასო! მიდი, გელოდებიან!

ერთი რაგოზინმა დალეწა კრამიტები თავის ჩასვლით და მეორე რამზანკა დააყენებს ბუღს!

გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი 1 საათი თავშესაფარში იჯდა! ნახევრად ხუმრობით, მაგრამ გამწარდა კაცი და იქიდან გამოსულზე ჩემთავად კიდევ დამატებით მარს-ის სისტემებს და ჰაუბიცებს ჩამოვდიდავრო და ირის-ის ჰსთ სისტემების მოწოდებასაც დავაჩქარებო!

სხვათაშორის უკრაინაში უკვე არსებული ირის-ის სისტემა 10-დან 9 რაკეტას ანადგურებს! ია იააა!

რაც შეეხება ირანულ შახიდ დრონებს, ისრაელმა, თავს დავდებ რუსული გერანი და შახიდი ფრომ ირანი ერთიდაიგივეაო! ჩავა აგერ პრეზიდენტი ჰერცოგი და მოუყვება წვრილად პრეზიდენტ ბაიდენსო!

არ ვიცი რომელი ამბავი რომელს უსწრებდა, მაგრამ ირანში რევოლუციის მცველთა კორპუსის გენერალი და პოლკოვნიკი ჩაცხრილეს მანქანაში! როგორც წყაროსთან ამბობენ, სწორედ ეგენი იყვნენ ირანული დრონების მიწოდებაზე და ინსტრუქტორების გაგზავნაზე თავ მდბებეიო! კიდეც დაყარეს თავები! ცოტა დეეტყო კიდეც (ტფუ, ტფუ, ტფუ )

მოუჭირეს ურდოსიკებმა ირანულ შახიდებს! ჩვენების ჰსთ საერთო მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია: 85% რაკეტების და დრონების ჰაერშივე ნადგურდება!

პუტლერ/პუილომ აუშვა სკუნსივით ნელ-ნელა სუნი: საჭიროა რეალიბას ჩავხედოთ თვალებშიო! რეალობა კიდევ ისაა, რომ შარშანდელი რეიტინგებით მსოფლიოს 22-ე უკრაინის არმიამ გაანახევრა მსოფლიოს მე-2 არმია, იგივე ურდო! შეტევაში ეგ ვეღარ მიდის, გაზს და ნავთობს აწი ევროპაში სულ უფრო ცოტას გაყიდის, მოსკოვიდანაც კი ხალხი გარბის (დეპრესია აიკიდეს თურმე), მოკლედ პარახოდი მიდის მოდის, პუტლერ პუილოს ბოლო ჟამი ახლოვდება “პოლნი ხოდით”

ევროპაში ბუნებრივი აირია ფასი მსწრაფლ ვარდება! იმდენი მოაწუჩეს საცავებში, რომ ამ ზამთარს კი არა, მომავალსაც ეყოფა! მაინცდამაინც უკრაინას უნდა დაენაყა ურდოსთვის ცხვირპირი, რომ ამ რუსული გაზის ნემსიდან ჩამომჯდარიყო ევროპა! არ ყოფილა ხო შეუძლებელი რუსული გაზის გარეშე ცხოვრება! ბლიანე ჰაიმე ალგემაინე

იტალიის პარლამენტში გამოვიდა სიტყვით პირველი ქალი პრემიერი ჯორჯა მელონი და ისევ დაგლიჯა, არცერთი ნაბიჯი უკან უკრაინის გამარჯვებისთვის და არავინ რუსული გაზის მათხოვარი არ არიო! ბრავა სენიორა მელონი!

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა, მგონი პირველი რაც გააკეთა, იყო, რომ ზელენსკის ელაპარაკა ტელეფონით! ბოლომდე და კიდევ უფრო მაგრად დაგიდგებით გვერდითო! ზელენსკიმ მოიწვია უკრაინაში, შეგიძლია ჩამოხვიდე და პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით დაიდგე გვერდითო!

ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის საპარალამენტო თავყრილობას მიმართა ხორვატიაში! ყირიმის დეოკუპაციას აუცილებლად მოყვება მოლდოვის და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაო! დასტურ ეგრე იქნება!

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა და განადგურდება!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g