LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს მილიონობით ქალბატონის საყვარელი კოსმეტიკური ბრენდი KIKO Milano უკვე საქართველოშია

496
1

“კიკო მილანოს” პირველი ოფიციალური მაღაზია “ისთ ფოინთში” გაიხსნა. მაღაზიის გახსნას დაესწრო საპატიო სტუმარი ბ-ნი ენრიკო ვალვო, იტალიის ელჩი საქართველოში.

მსოფლიოს მილიონი ქალბატონის, სელებრითების, ინფლუენსერებისა და მაკიაჟის არტისტების საყვარელი იტალიური კოსმეტიკური ბრენდი KIKO Milano, უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვისაც!

თუ გსურთ ახალი ტენდენციების აღმოჩენა, დეკორატიული კოსმეტიკის იდეალური პროდუქტის შერჩევა თქვენი ყოველდღიურობის ან განსაკუთრებული ინსტაგრამ ლუქისთვის, “კიკო მილანო” გამორჩეულ არჩევანს, ფერთა მრავალფეროვან პალიტრას და დაუვიწყარ გამოცდილებას შემოგთავაზებთ.

მაღაზიებში დაგხვდებათ 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი – კლასიკური მოდელებიდან ცნობილი ტუჩსაცხების დიდი პალიტრა, Unlimited Foundation SPF 15 და თვალის ლაინერები, რევოლუციური თვალის მასკარა და ჩრდილების 65 ფერის გამა, ამასთან ერთად, მაღაზიებში წარმოდგენილი იქნება სეზონური სიახლეები და ლიმიტირებული კოლექციები.

კიკო მილანო N1 კოსმეტიკის ბრენდია იტალიაში ფერადი კოსმეტიკის კატეგორიაში ევრომონიტორ ინტერნეიშენალის 2020 წლის მონაცემებით, გამორჩეული ექსპეტული მიდგომებითა და პოპულარობით, უკვე 21 წელია ქალბატონების შეუცვლელი თანამგზავრია და შაბათიდან სიამოვნებით უმასპინძლებს ქართველ მომხმარებლებს.

იტალიური ბრენდის პროდუქცია 100%-ით დამზადებულია ევროპაში, პროდუქტის უდიდესი ნაწილი დამზადებულია იტალიაში უახლესი ტექნოლოგიისა და გამორჩეული შემოქმედებითი მიდგომის გამოყენებით. ბრენდი თავად განსაზღვრავს კოსმეტიკის უახლეს ტენდენციებს, ქმნის რა უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად. შესაბამისად, ეს ყველასთვის საყვარელი ბრენდია, მათ შორის პროფესიონალი მეიქ-აფ არტისტებისთვისაც მთელს მსოფლიოში.

KIKO Milano დაარსდა 1997 წელს სტეფანო პერკასისა და მისი მამის, ანტონიო პერკასის მიერ. მას შემდეგ ბრენდმა, ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა კოსმეტიკის საცალო ვაჭრობის სფეროში. KIKO უსწრაფესად ახდენს მოდის ახალი ტენდენციების იდენტიფიცირებას და ხელმისაწვდომს ხდის მათ მსოფლიოს მრავალ ბაზარზე. ამ ეტაპზე. ბრენდს 900-ზე მეტი მაღაზია აქვს 30 ქვეყანაში, სულ მალე მათ საქართველოში მდებარე ახალი მაღაზიებიც შეუერთდება.

KIKO Milano-ს საქართველოში ოპერირებას გაუწევს Retail Group Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია, რომელიც იტალიური ბრენდის ოფიციალური ფრენჩაიზ პარტნიორია.” ისთ ფოინთის” მაღაზიიდან მცირე ხანში ბრენდის ოფიციალური მაღაზიები გაიხსნება “თბილისი მოლსა” და “სითი მოლში” საბურთალოზე.

დაუმეგობრდი KIKO Milano-ს Instagram და ფეისბუქ გვერდებზე @kikomilano  და https://www.facebook.com/KIKOMilanoGE და გაიგე სიახლეები პირველმა ბრენდის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g