LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ნომერ პირველი ფაბქვეყანა საქართველო გახდა

118

ფაბლაბების მეთერთმეტე კონფერენციაზე საქართველოს მსოფლიოში პირველი ფაბქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით,  თანამედროვე და მუდმივად განვითარებადი მსოფლიო დღეს სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგას. გარემოს დაბინძურება, გადატვირთული ქალაქები, ბუნებრივი რესურსების არაეფექტურად გამოყენება და ა.შ. სწორედ ამიტომ, ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში Fab City-ის კონცეფცია შეიქმნა. ეს არის ახალი ქალაქის მოდელი, სადაც წამყვანი როლი ნარჩენების გადამუშავებასა და მათ ხელახლა გამოყენებას ენიჭება.

სააგენტოს ცნობითვე, ინიციატივის მიზანი არის დაცული და ეკოლოგიური გარემოს შექმნა, ქალაქის მდგრადობის შესანარჩუნებლად და მეტი სამუშაო ადგილის გასაჩენად.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ FabCity-ის გამოწვევა აიღო არა ქალაქის, არამედ ქვეყნის მასშტაბით. დღეს საქართველოში სამრეწველო ინოვაციების 22-მდე ლაბორატორია ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g