ზაფხულის მოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება და მალე შვებულებების სეზონიც დაიწყება, ამიტომ ცუდი არ იქნება თუკი საუკეთესო სანაპიროების სიას გაეცნობით და დასვენებას ამის შემდეგ დაგეგმავთ.
ყოველწლიური რეიტინგის the World’s 50 Best Beaches-ის ავტორებმა 2025 წლის საუკეთესო პლაჟები გამოავლინეს. საუკეთესოთა სია მათ საიტზეა გამოქვეყნებული.
პირველობა კი წელს იტალიურ Cala Goloritze-ს ხვდა წილად, მეორე ადგილზე ფილიპინების entalula Beach არის. ლიდერთა სამეულს ტაილანდი და Bang Bao Beach ასრულებს.
ლიდერთა ათეულში მოხვდა ასევე Fteri Beach (საბერძნეთი), PK9-Beach (საფრანგეთი), Canto de La Playa (დომინიკანა), Anse Source d’Argent (სეიშელები), Nosy Iranja (მადაგასკარი), Ofu Beach (ამერიკული სამოა), Grace Bay (ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები).
რაც შეეხება წლევანდელი რეიტინგის ლიდერს, ეს ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ პლაჟი – მის ბუნებრივ სილამაზეს თქვენზე ემოციური გავლენის მოხდენა შეუძლია იმავე მომენტიდან, როგორც კი მას პირველად დაინახავთ. უყურებთ სივრცეს ყველაზე მაღალი წერტილიდან, თუ წყლის პირას დგახართ, ხედი ორივე შემთხვევაში ერთნაირად შთამბეჭდავია. წყალი აქ დაუჯერებლად სუფთაა და იდეალურია ცურვისთვის, Cala Goloritze 1990-იანი წლებიდან ნაციონალურ ძეგლს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მისი მონახულება ტურისტთა შეზღუდულ რაოდენობას შეუძლია.