LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები

108
hotel-colline-de-france

სასტუმრო Hotle Colline de france ბრაზილიაში რეიტინგის The Travelers’ Choice Awards Best of the Best ვერსიით საუკეთესოდ დასახელდა. სია სპეციალისტებმა მოგზაურთა პორტალის Tripadvisor-ის შეფასებების შეჯამებით შეადგინეს.

როგორც ზუსტდება, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ბრაზილიის მუნიციპალიტეტში, გრამადუში მდებარეობს და გამორჩეულ ფუფუნებას და კომფორტს აერთიანებს.

მეორე ადგილი სასტუმრო Oblu Select Lobigili-ს ხვდა წილად, რომელსაც ასევე 5 ვარსკვლავი აქვს და მალდივებზე მდებარეობს. დანიშნულება თანამედროვე ნომრებს, პირად აუზებს და შთამბეჭდავ ხედებს აერთიანებს.

მესამე პოზიცია ვიეტნამში მდებარე სასტუმრო La Siesta Hoi An Resort & Retreat-მა დაიკავა. კურორტი ზრდასრულთა გართობისთვის ყველაფერს მოიცავს, იქნება ეს ბარები, ლაუნჯები, რესტორნები და რამდენიმე აუზი.

და ბოლოს, მსოფლიოში საუკეთესო სასტუმროთა ათეულში მოხვდა ასევე – ინდოეთის კუნძულ ბალიზე მდებარე Adiwana Suweta, Iberostar Grand Packard კუბის დედაქალაქ ჰავანაში, Emerald Maldives Resort & Spa მალდივებზე, La Siesta Classic Ma May Hotel ჰანოეში, Secrets Akumal Riviera Maya მექსიკაში, Padma Resort Ubud უბუდუში და Sofitel Mexico City Reforma მექსიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები