LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყოფილი ლიდერები G7-ის სახელმწიფოებს მოუწოდებენ ვაქცინაციის ხარჯები დაფარონ

32
kovid

მსოფლიოს ყოფილი ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, გორდონ ბრაუნი და ტონი ბლერი და გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, პან გი მუნი, ერთობლივ წერილში G7-ის ქვეყნებს მოუწოდებენ, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხარჯები დაფარონ, რაც წელიწადში დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული მოწოდება მსოფლიოს ასსზე მეტმა მსოფლიო ლიდერმა გააკეთა.

„2020 წელი გლობალური თანამშრომლობის წარუმატებლობის წელი გახდა, მაგრამ 2021 წელი ახალი ეპოქის დასაწყისი შეიძლება გახდეს. COVID-19-სგან არავინ იქნება დაცული, სანამ ყველანი დაცულები არ იქნებიან“, – ნათქვამია წერილში.

ყოფილი ლიდერების თქმით, გლობალურ ვაქცინაციასთან დაკავშირებული დანახარჯები ხელმისაწვდომია და ამის განხორციელება აუცილებელია, რათა COVID-19-ის ახალი ვარიანტების გავრცელებამ ვაქცინაციის მიმდინარე ძალისხმევა საფრთხის ქვეშ არ დააყენოს.

„G7-ისა და G20-ის მხარდაჭერა, რომელიც ვაქცინებს ადვილად ხელმისაწვდომს ხდის დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის, არ არის ქველმოქმედება. ეს ყველა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს და როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში განაცხადეს, ისტორიაში საუკეთესო საზოგადოებრივი ინვესტიციაა“, – აცხადებენ მსოფლიოს ყოფილი ლიდერები.

3 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდეს, ვაქცინების ჭარბი მარაგები განვითარებად ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფად გაუნაწილონ.

„ვაქცინების უფრო ფართო გავრცელება როგორც გადაუდებელი ეკონომიკური, ასევე მორალური აუცილებლობაა.

კორონავირუსის პანდემია არ დასრულდება, სანამ ყველას არ ექნება წვდომა ვაქცინებზე, მათ შორის განვითარებად ქვეყნებს“, – განაცხადეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g