საცხოვრებლად და სამუშაოდ ყველაზე ძვირი ქალაქი ლონდონია, ამ კრიტერიუმებით ბრიტანეთის დედაქალაქი ნიუ-იორკსა და ჰონგ-კონგსაც უსწრებს.
კვლევაში მსოფლიოს დიდ ქალაქებში საცხოვრებელი ბინებისა და საოფისე ფართების ქირის წლიური რაოდენობაა შედარებული, შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ლონდონი ყველაზე ძვირი ქალაქია.
ერთმა ადამიანმა სახლისა და ოფისისთვის წელიწადში £80,777 უნდა გადაიხადოს, რაც ორჯერ მეტია სხვა ინგლისურენოვან ქალაქებთან შედარებით, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად სიდნეი, ლოს-ანჯელესი და ჩიკაგო.
ლონდონში ცხოვრება 70%-ით ძვირია სან-ფრანცისკოსთან შედარებით. 20 დიდ ქალაქს შორის ყველაზე იაფი ცხოვრება რიო-დე-ჟანეიროშია.
