სამოგზაურო პლატფორმის Go2Africa ახალი კვლევის თანახმად, რომელიც მილიონობით ტურისტულ მიმოხილვას ეფუძნება, სიყვარულის ტრადიციულმა სიმბოლომ – ეიფელის კოშკმა ლიდერის პოზიცია დაკარგა, მეტიც, პარიზი მოგზაური წყვილების ფავორიტი მიმართულებების ოცეულშიც კი ვერ მოხვდა.
ექსპერტების აზრით, ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ ხალხმრავალი და მეტისმეტად პოპულარული ტურისტული ადგილები ნელ-ნელა კარგავენ რომანტიკულ მომხიბვლელობას.
Go2Africa-ს რეიტინგში პირველი ადგილი შვეიცარიის ალპებში მდებარე მატერჰორნის მთამ დაიკავა, რომელიც თავის დროზე შოკოლადის ბრენდის Toblerone ლოგოდ იქცა. მატერჰორნის მთას მოგზაური წყვილების 98%-ზე მეტმა უმაღლესი შეფასება მიანიჭა.
რაც შეეხება რეიტინგის საუკეთესო ხუთეულს, მატერჰორნის მთასთან ერთად, მასში მოხვდნენ: სალარ დე უიუნი – ბოლივიაში მდებარე მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა; სიდნეის ნავსადგური; 7 ჩანჩქერი მავრიკიის კუნძულზე და ჩინეთის დიდი კედელი.
