LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ახალი ავტომობილები აღარ იყიდება

113
მსოფლიოში ახალი ავტომობილები აღარ იყიდება

შემოდგომის დასაწყისისთვის მსოფლიოში ავტომობილების გაყიდვები დაეცა. 2024 წლის სექტემბერში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7 547 056 ახალი მსუბუქი და მსუბუქი კომერციული ავტომობილი გაიყიდა. ეს 3,6%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. სექტემბრის ჯამში გაყიდვების ლიდერი ჩინეთი გახდა, 2 287 735 რეალიზებული მანქანით. შედარებისთვის, აშშ-ში ამავე თვეში მხოლოდ 1 180 352 ავტომობილი გაიყიდა.

მსოფლიოს ორ უდიდეს ბაზარზე სექტემბერში გაყიდვების ვარდნა დაფიქსირდა: ჩინეთში 5,2%-ით და აშშ-ში 12%-ით. დასავლეთ ევროპაში სექტემბრიდან 1 175 156 ავტომობილი იყიდეს და ესეც ბევრად ნაკლებია ვიდრე ერთი წლის წინანდელი  მაჩვენებელი. აღმოსავლეთ ევროპაში მეორეს მხრივ გაყიდვები 10,2%-ით გაიზარდა და 398 685 ერთეულს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები