თუკი ახალი ადგილების მონახულება გიყვართ და სამოგზაურო პარტნიორის მოძებნა კი გიჭირთ, გული არ დაგწყდეთ, მსოფლიოში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც მარტოც არაჩვეულებრივ დროს გაატარებთ.
პორტალმა „Buzzfeed”-მა თავისი მომხმარებლები გამოკითხა 30 წლამდე სოლო მოგზაურებისთვის საუკეთესო დანიშნულებების რეიტინგი შეადგინა. პირველი ადგილი კი ხორვატიამ დაიკავა. ტურისტები ქვეყანას მსოფლიოში ულამაზეს ადგილად მიიჩნევენ და მის მონახულებას ყველას ურჩევენ. რაც შეეხება მეორე ადგილს, მას ირლანდია იკავებს. ქვეყანა სოლო მოგზაურებს ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობას სთავაზობს და ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა კი მარტოობის შეგრძნებას სრულიად აქრობს. აღსანიშნავია, რომ საინტერესო რეიტინგში ასევე პარიზი, ინგლისი, ჰავაი, იაპონია, ბოლონია, მადრიდი, ლოს-ანჯელესი, ბარსელონა, ლისაბონი, სამხრეთ ამერიკა და ახალი ზელანდიაც მოხვდნენ.