LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში იანვრის თვეში ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის 20 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 114 000 ადამიანი გარდაიცვალა – კულუმბეგოვი

206
კორონა 11

იანვრის თვეში, მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის 20 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 114 000 ადამიანი გარდაიცვალა – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში კოვიდის შემთხვევების ძირითადი მატება აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის.

„თუ შევადარებთ წინა ერთი თვის მონაცემებს, რაოდენობრივი კლება არის 70 პროცენტიანი, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლის 60 პროცენტიანი ზრდა, რაც საყურადღებო და მნიშვნელოვნად ითვლება. ჯერჯერობით, ტენდენცია იმის ახსნის, რომ რომელიმე ახალმა ვარიანტმა ან ინტერესის ვარიანტმა, ხომ არ გამოიწვია სიკვდილიანობის რაოდენობის მომატება, ასეთ მინიშნებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები არ აკეთებენ.

იცით, ჩინეთს ჰქონდა ნულოვანი კოვიდის პოლიტიკა ჰქონდა, ახლა გახსნილია და ბუნებრივია შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ‘„მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა გასული წლის ნოემბრიდან აღარ ქვეყნდება. ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი საუბრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი მუტაცია „კრეკენია“ გავრცელებული.

ჯანმო აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ კორონავირუსის ახალი ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ – ივანე ჩხაიძე

„COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.. საქართველოში, დღეში 500-მდე ახალი შემთხვევა აღინიშნება“ – თენგიზ ცერცვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g