ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსი უკვე 6,5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 386,000-ს აღწევს.
ინფიცირების შემთხვევების მიხედვით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ახალი კორონავირუსი 1,851,520 პაციენტს დაუდგინდა, მათ შორის 107,000-ზე მეტი გარდაიცვალა.
მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც „კოვიდ-19“-ის 584,016 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 32,548-ს აღწევს.
ევროპის მასშტაბით ინფიცირებულების რაოდენობით ლიდერობს დიდი ბრიტანეთი, სადაც „კოვიდ-19“-ის 281,270 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო საავადმყოფოებში გარდაცვლილთა რიცხვი 40,000-ს უახლოვდება.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რუსეთში კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელმა 5,215-ს მიაღწია, 4,600-ს გადააჭარბა სიკვდილიანობის შემთხვევებმა თურქეთში.
გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციით სომხეთში კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში ფატალური შემთხვევები 170-მდე გაიზარდა, აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 76-ს შეადგენს.
COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით – ტიკარაძე