LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა

64
კორონავირუსი-696x385

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა.

Worldometer-ის  სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 227 მილიონს უახლოვდება.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი – 47.3 მილიონი ადამიანი აშშ-ი დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.6 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.