LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება

157
BeFunky-collage (1)

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 935 ათასს გასცდა. დაღუპული კი, 47 ათასზე მეტი ადამიანია.გამოჯანმრთელება კი 193 764-მა შეძლო. კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საფრანგეთი მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთს გადაუსწრო. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 509 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში დაღუპულთა ოდენობამ 4 032 შეადგინა. ინფიცირებულია 56 989 ადამიანი.

რეკორდულად გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში. ბოლო 24 საათში COVID-19-ით შტატებში გარდაცვლილია 4450-მეტი ადამიანი, აქედან ორი ათასი მხოლოდ ნიუ იორკშია, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა. ყველაზე პატარა პაციენტი კი ექვსი კვირის ჩვილია, რომელიც ვირუსისგან კონექტიკუტის შტატში გარდაიცვალა. ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ქვეყანაში ვითარების გამოსწორებას ივნისის დასაწყისიდან ელოდებიან.

აშშ-ში კორონავირუსით ექვსი კვირის ჩვილი გარდაიცვალა

“მე-9 დღეს მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს, ნუ აყვებით პანიკას” – აშშ-ში მყოფი ქართველი ემიგრანტის მიმართვა

ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 104 ათასამდე გაიზარდა. გარდაცვლილია 9387 ადამიანი.

იტალიაში ბოლო ერთ დღეში 700-ზე მეტი ფატალური და ინფიცირების 4 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს სხვა ქვეყნებშიც. ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრსა და მის მეუღლეს.ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6092 შეადგენს. გარდაცვლილია 26 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მოიმატა თურქეთში, სომხეთსა და რუსეთში. მსოფლიოში გაზრდილი სტატისტიკის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაზე მუშაობა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 117 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 23 გამოჯანმრთელდა.

6 კვირაში ვირუსის 117 შემთხვევა ბევრი არაა - მარინა ენდელაძე

"შიდა გავრცელება მასიური რომ იყოს, დღეს ეს რაოდენობა არ გვექნებოდა. "

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები