LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში პირველი სუპერბაიკი მილიონ დოლარად გაიყიდა

56

აუქციონის სახლმა Bonhams მოტოციკლი Vincent Black Lightning გაყიდა, რომელიც ერთ-ერთ პირველ სუპერბაიკად მიიჩნევა მსოფლიოში. მასში 929 000 დოლარი გადაიხადეს. ამ გზით, გამოდის, რომ აუქციონიდან გაყიდულ მოტოციკლებს შორის ის ყველაზე ძვირადღირებული გახდა. სულ ჰარტფორშირულმა კომპანიამ 1948-52 წლებში 30 ეგზემპლარი Black Lightning გამოუშვა.

Vincent Black Lightning აწყობილია Black Shadow-ს ბაზაზე, თუმცა 163 კილოგრამით უფრო მსუბუქი და უფრო მძლავრია.

50-იან წლებში მან თავისი დროის უსწრაფეს ავტომობილს – Jaguar XJ120-ს გაასწრო და 196 კმ/საათზე მეტი განავითარა. ასეთივე მოდელით დამყარდა სიჩქარის რეკორდი ბონევილში. გაყიდული მოტოციკლი ცნობილია იმით, რომ 1953 წელს მრბოლელმა ჯეკ ერეტმა სიჩქარის ახალი ავსტრალიური რეკორდი დაამყარა – 228 კმ/სთ განავითარა.

https://motor.ru/news/retrobike-29-01-2018.htm

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები