LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტი ყატარში, დოჰაში მდებარეობს

597

მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტი ყატარში, დოჰაში მდებარეობს. ონლაინ სერვისმა AirHelp-მა ყველაზე კარგი და ცუდი აეროპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. ექსპერტებმა სია 3 ფაქტორის – სერვისის ხარისხის, რეისების დროულად განხორციელების და მგზავრთა გამოხმაურების მიხედვით შეადგინეს. დოჰას აეროპორტმა საკმაოდ მაღალი 8,77 ქულა დაიმსახურა. მეორე და მესამე ადგილზე კი ათენისა და ტოკიოს აეროპორტები გავიდნენ. ხუთეულში ასევე ბონისა და სინგაპურის ავიაბაზებიც მოხვდნენ. რაც შეეხება რეიტინგის ბოლო პოზიციას, 141-ე ადგილზე ქუვეითის აეროპორტი გავიდა, რაც ძირითადად მგზავრთა არც თუ ისე დადებითი შეფასებების დამსახურებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები