რომელია მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი – მთავარი პრეტენდენტები გამოვლინდნენ. ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ორგანიზატორებმა ფინალისტთა სია გამოაქვეყნეს. გარდა ამისა, კონკურსის ჟიურიმ ის ავტომობილებიც დაასახელა, რომლებიც სხვა კატეგორიებში გასამარჯვებლად იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ „მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი“ ნიუ-იორკის ავტოშოუზე 28 მარტს გამოვლინდება. წლევანდელი ფინალისტების სია კი მთლიანად კროსოვერებისგან – Mazda CX-5-ს, Range Rover Velar-ისა და Volvo XC60-ისგან შედგება. ხოლო რაც შეეხებათ სხვა კატეგორიებს, ისეთს როგორიცაა „სპორტქარი“, „ქალაქის ავტომობილი“, „სოლიდური ავტომობილი“, „მწვანე ავტომობილი“ და „საუკეთესო დიზაინი“ შემდეგი მოდელები იბრძოლებენ – Audi A8, BMW M5, BMW 530e iPerformance, Ford Fiesta, Lexus LC 500, Porsche Cayenne, Honda Civic Type R, Chrysler Pacifica Hybrid, Suzuki Swift, Range Rover Velar, Porsche Panamera, Lexus LC 500, Nissan Leaf, Volkswagen Polo და Volvo XC60. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საუკეთესო ავტომობილის ტიტული Jaguar F-Pace-მა მოიპოვა.