LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმი პარიზში მდებარეობს

176

მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმი პარიზში მდებარეობს. 2018 წლის მუზეუმების „ოსკარი“ ორსეიმ მოიპოვა. მოგზაურთა რჩეული მუზეუმების რეიტინგი ყველაზე დიდმა ტურისტულმა პორტალმა TripAdvisor-მა შეადგინა და გამარჯვებული ტრადიციულად მილიონობით გამოხმაურების შესწავლის შემდეგ გამოვლინდა. რაც შეეხება მეორე და მესამე პოზიციას, ისინი ნიუ-იორკმა დაიკავა და საუკეთესოთა შორის 11 სექტემბრის ნაციონალური მემორიალი და მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ აუცილებლად სანახავ მუზეუმთა რეიტინგში ასევე –ათენის აკროპოლისი და პარიზის ლუვრიც არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები