მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა „TasteAtlas“ 2025-26 წლების მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.
კვლევა „TasteAtlas“-ის ვებგვერდზე 18 912 კერძის შესახებ განთავსებულ ინფორმაციასა და მათ რეიტინგებს ეყრდნობა.
რეიტინგში, რომელიც 100 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო 21-ე ადგილზეა.
რეიტინგის ათეულში მოხვდნენ: იტალია, საბერძნეთი, პერუ, პორტუგალია, ესპანეთი, იაპონია, თურქეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და ინდონეზია.
