LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებამ ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია

88
548b5100ecad04b84e27d6fd

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ საწვავზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ნავთობზე არსებული მაღალი ფასები, შემდგომ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან. კერძოდ, მასობრივი კარანტინებისა და შეზღუდვების არსებობის პირობებში დაფიქსირდა ნავთობის მოხმარების რეკორდული შემცირება, რამაც გამოიწვია ნავთობზე ფასის მკვეთრი კლება.

“გასული წლის ზაფხულის დასაწყისიდან, ანუ მას შემდგომ, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიხსნა საყოველთაო შეზღუდვები,თანდათანობით დაიწყო საჰაერო, სახმელეთო, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენადა ასევე სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, იწყება ნავთობზე ფასების მატება. ამას თან დაერთო ასევე „ოპეკი +“-ის მიერ მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7მილიონი ბარელით დღე/ღამეში).

განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. შედეგად, თანდათანობით ძველ ნიშნულებს დაუბრუნდა ნავთობზე მოთხოვნა. აღნიშულის დასტურია ამ დღეებში „ოპეკი +“-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი 2021 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნავარაუდევია, რომ მოთხოვნის ზრდა მიაღწევს 5,9 მლნ ბარელს დღე/ღამეში ანუ იგი გაიზრდება 96,3 მილიონ ბარელამდე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ობიექტური რეალობა, რომ დღეისათვის  ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა. კერძოდ, გასული წლის იანვრის თვეშილონდონის (Inter Continental Exchange Futures Europe) სანავთობო ბირჟაზესაშუალო ფასი შეადგენდა 64 დოლარს/ბარელზე, როდესაც დღეისათვის იგი 68,88 დოლარს/ბარელზე შეადგენს.

ასევე აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა აშშ დოლართან მიმართებაში, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საცალო ქსელში საწვავის ფასების ფორმირება. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური  გაცვლითი კურსი  აშშ დოლართან  მიმართებაში შეადგენდა 2,8876 ლარს. დღეისათვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან  მიმართებაში შეადგენს 3,3204 ლარს. ზრდა განხორციელდა 0.44 ერთეულით ანუ 15,3%-ით.

ბოლო პერიოდში, საწვავზე ფასების მატება პირდაპირ პროპორციულ კავშირშია S&P Global Platts-ების მკვეთრ მატებასთან. კერძოდ,მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი გაზრდილია 195 დოლარით/ტონაზე (43%), ხოლო დიზელის საწვავზე ფასი გაიზარდა 117 დოლარით/ტონაზე(27,8%)”, – ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის, საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტო-გასამართ სადგურებზე შეადგენს:

რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,45-2,50 ლარი/ლიტრაზე,

პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,68-2,71 ლარი/ლიტრაზე,

სუპერი ტიპის ბენზინი – 2,77-2,81 ლარი/ლიტრაზე,

ევრო დიზელის საწვავი – 2,63-2,73 ლარი/ლიტრაზე,

დიზელის საწვავი – 2,53-2,67 ლარი/ლიტრაზე.

ხოლო, არაბრენდირებულ ავტო-გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 1 ლიტრ საწვავზე 20-25 თეთრით უფრო იაფია, ვიდრე ბრენდულ ავტო-გასამართ სადგურებზე, ანალოგიურად როგორც ეს იყო წინა პერიოდებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g