LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ტაქსით მგზავრობა ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი – ყირგიზეთშია

105
TAXI

მონაცემთა ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სამომხმარებლო ფასების, უძრავი ქონების ფასებისა და საარსებო მინიმუმის შესახებ აგროვებს ინფორმაციას, ქვეყნების მიხედვით ტაქსის სერვისის ღირებულების განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგში 126 ქვეყანა მოხვდა და მასში ტაქსით გადაადგილების ღირებულება მოცემულია სტანდარტული ტარიფით 1 კმ-ზე.

როგორც ირკვევა, ტაქსით მგზავრობა ყველაზე ძვირი, 1 კმ-ზე 4.69 დოლარი, შვეიცარიაში ჯდება, ყველაზე იაფი – 0.23 დოლარი კი – ყირგიზეთში.

რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში 93-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსით გადაადგილების საფასური 0.73 დოლარია. ასევე 73 ცენტი ჯდება ტაქსით მგზავრობა თურქეთში, აზერბაიჯანში – 59 ცენტი, სომხეთში კი – 31 ცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g