სააგენტო „FlightStats“-მა მსოფლიოში ყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა. კომპანიის ექსპერტები პლანეტის ყველა აეროპორტს აკვირდებოდნენ და დაადგინეს, რომ 2017 წლის პირველივე კვირას 15 249 რეისი გაუქმდა, ხოლო 161 360 რეისმა დააგვიანა. რეისების გადადებას ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ ამერიკაში მყოფი მგზავრები აწყდებიან და ეს მაჩვენებელი რეგიონში საშუალოზე 39%-ით უფრო მეტია. რეისების გაუქმების მიზეზი კი როგორც წესი, კლიმატური პირობებია. რაც შეეხება ევროპას, მასზე გაუქმებული რეისების 16% მოდის და არაპუნქტუალურთა შორის ლიდერი სტამბულის ათათურქის აეროპორტია. იქ 606 რეისი გაუქმდა და 378-მა კი დაიგვიანა.
საინტერესოა, რომ რეიტინგის მეორე პოზიციას ასევე სტამბული და მისი მეორე აეროპორტი – გოქჩენი იკავებს.