LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერი თავისი პირველი ფრენისთვის ემზადება

45

მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერი თავისი პირველი ფრენისთვის ემზადება. გიგანტურმა ხომალდმა – Stratolaunch-მა პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ექვსივე ძრავი ერთდროულად აამოქმედა.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ძრავის წონა არც მეტი არ ნაკლები 4 000 კგ-ია. თავად ხომალდი კი, რომელიც Microsoft-ის ერთ-ერთი შემქმნელის პოლ ალენის იდეის ნაყოფია – საფეხბურთო სტადიონის ზომისაა, მისი თითოეული ფრთის სიგრძე კი – 3,8 მეტრია.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავის პირველი ფრენა 2016 ან 2017 წლებისთვის იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული სირთულეების გამო ის 2019 წლისთვის გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები