ბელარუსები მსოფლიოში ყველაზე მეტ ალკოჰოლს სვამენ, ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში The Daily Viz, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით მეტ სტაილსმა შეადგინა.
კვლევის თანახმად, საქართველო 47-ე ადგილზეა.
ბელარუსების შემდეგ, ყველაზე მეტს, როგორც აღმოჩნდა, ლიტველები სვამენ, მესამე ადგილას კი ჩეხეთია.
სიის პირველი თხუთმეტი ქვეყანა შემდეგია :
- ბელარუსი
- ლიტვა
- ჩეხეთი
- ხორვატია
- ავსტრია
- პორტუგალია
- საფრანგეთი
- ირლანდია
- ესტონეთი
- უნგრეთი
- ლუქსემბურგი
- გერმანია
- რუსეთი
- ეკვატორული გვინეა
- პოლონეთი