მსოფლიოში ყველაზე პატარა კუნძულზე მხოლოდ ერთი სახლი და ერთი ხე დაეტია. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შტატების ტერიტორიაზე მდებარე დასახლებულმა კუნძულმა აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა. კუნძულის ფართობი მხოლოდ 306,6 კვადრატული მეტრია და ის 1950 წელს საიზლენდის ოჯახმა შეიძინა. ამერიკელებმა კუნძულზე ერთი მცირე ზომის სახლი დადგეს და იქვე ხეც დარგეს, სხვა რამისთვის კი ადგილი ფიზიკურად აღარ დარჩა. საიზლენდებმა კუნძულს „Just room enough” დაარქვეს, რაც – „ზუსტად დაეტიას“ ნიშნავს და მას გინესის წიგნში მოსახვედრად ყველა მონაცემი აქვს.