LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე პატარა სმარტფონი, რომლის ბატარეაც სამ დღეს გაგიძლებთ

167

Kickstarter-ზე მსოფლიოში ყველაზე პატარა 4G სმარტფონის გაყიდვებისთვის თანხების მოძიება დაიწყო. სიახლეს Jelly ერქმევა და უკვე ცნობილია, რომ მას 2,45 დიუიმიანი ეკრანი, Android 7.0 Nougat-ის ოპერაციული სისტემა ექნება. ამას გარდა, სმარტფონი ძირითადი და წინა კამერებით (8 და 2 მეგაპიქსელიანი) იქნება აღჭურვილი.

სიახლის მთავარი უპირატესობა მისი ბატარეაა, რომლის დატენვაც აქტიური მოხმარების შემთხვევაშიც კი სამ დღეში ერთხელ მოგიწევთ.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა სმარტფონის ფასი 69 დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები