უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენა მსოფლიოსთვის შვება იქნება. ამის შესახებ კულებამ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.
“მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით ჩვენი მეგობრებისთვის ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და აფრიკაში შვების მომგვრელი დღეა, რადგან თვეების მანძილზე რუსული ბლოკადის შემდეგ, პირველი უკრაინული მარცვლეული ოდესას ტოვებს. უკრაინა ყოველთვის იყო საიმედო პარტნიორი და დარჩება, თუ რუსეთი შეთანხმების თავის ნაწილს პატივს სცემს”, – წერს კულება.
შეგახსენებთ, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულით არის დატვირთული, ოდესის პორტი გუშინ დატოვა.