LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსუქანი დათვების კვირეული“ – ალასკაზე დათვები ყველაზე მსუქანის ტიტულისთვის იბრძვიან

35
დათვი

ალასკაზე ტრადიციული „მსუქანი დათვების კვირა“ დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, კონკურსის მიზანი კატმაის ეროვნულ პარკში მცხოვრებ დათვებს შორის ყველაზე მსუქანას პოვნაა. გამარჯვებულს მომხმარებლები ოფიციალურ საიტზე ხმის მიცემით შეარჩევენ. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს შორისაა წინა წლის გამარჯვებული ოტისი, რომელიც ნამდვილი რეკორდსმენია და ეს ტიტული 4-ჯერ აქვს მოპოვებული.

ხმის მიცემას მსურველები 11 ოქტომბრამდე შეძლებენ და გამარჯვებულიც ამის შემდეგ გამოვლინდება.

მანამდე კი პარკის ვიზიტორებს საყვარელი დათვების ყურება რეალურ დროში – ლაივსტრიმით შეუძლიათ.

პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს სტრიმი ძალიან პოპულარულია და დათუნიებს თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები