LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული კურორტები აბეზარი ტურისტების გამო ალკოჰოლს კრძალავენ

119
Capture

ბალიარის კუნძულებზე საღამოს 20:30 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა. მიზეზი არიან ის ტურისტები, რომლებიც ქუჩაში ძალიან ცუდად იქცევიან და არაერთ კანონსაც არღვევენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

აღსანიშნავია, რომ პოპულარული ევროპული კურორტების ხელისუფლებამ ქუჩაში ალკოჰოლის მოხმარების წესიც გაამკაცრა და უკვე ხალხის დაჯარიმებაც დაიწყეს.

საკანონმდებლო ცვლილებები ადგილობრივი მაცხოვრებლების მრავალდღიანი პროტესტის შედეგია, კუნძულის მოსახლეობა წინააღმდეგია იმ ტურისტების, რომლებიც „კუნძულების რეპუტაციას აფუჭებენ“.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები იმდენად მასშტაბური იყო რომ ბრიტანელმა ტურისტებმა კანარის კუნძულების ნაჩქარევად დატოვებაც კი დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები