LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მსურს, დავარწმუნო პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებული პირთა ოჯახები, ასევე პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან”: გრიგოლ ლილუაშვილი

76
Capture

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავს.

დოკუმენტს დეპუტატებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა.

“მსურს, დავარწმუნო პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებული პირთა ოჯახები, ასევე პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სუს-ის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის მიმართულებით დაფიქსირდა 11, ხოლო ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g