LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთამსვლელმა 910 მეტრიანი კლდე დამხმარე მოწყობილობის გარეშე დალაშქრა

24

ამერიკელმა მთამსვლელმა ურთულესი 910 მეტრიანი კლდე ყოველგვარი დამხმარე მოწყობილობის გარეშე დალაშქრა. “National Geographic”-ის ინფორმაციით, ალექს ჰონოლდმა ჩრილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალი ზედმეტი გართულების გარეშე დაიპყრო და ამისთვის მას 4 საათი დასჭირდა.

საინტერესოა, რომ კლდე ელ-კაპიტანი პირველად 1958 წელს დალაშქრეს და მაშინ ამისთვის 47 დღე დასჭირდათ. 31 წლის სპორტსმენმა კი ეს მხოლოდ რამდენიმე საათში მოახერხა და თან ალპინიზმისთვის აუცილებელი აღჭურვილობაც არ გამოუყენებია. ერთადერთი რამ რაც ალექსმა გაითვალისწინა იყო ის, რომ მან თან ცარცით სავსე ჩანთა წაიღო, რათა ხელების სრიალი შეემცირებინა. მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგჯერ მას ფეხებისთვის საყრდენი საერთოდ არ ქონდა და ცოცვას მხოლოდ ხელებით განაგრძობდა.

აღსანიშნავია, რომ მთამსვლელი ელ-კაპიტანის დალაშქვრამდე მთელი წელი აქტიურად ვარჯიშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები