მთავარი ნაძვის ხე სად დაიდგმება, ამ დროისთვის გადაწყვეტილება მიღებული არაა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
“როგორც კი გვეცოდინება, გაგაგებინებთ,” – აცხადებს ბენდელიანი ჟურნალისტებთან.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, თუ აპირებს დედაქალაქის მერია ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშნვნების გათვალისწინებას, რაზეც ბენდელიანი აცხადებს, რომ შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიუჯეტისთვის ახალი არის ის, რომ მისი ოდენობა გაიზრდება, წარდგენილი ბიუჯეტი ბევრად ნაკლები იყი და ჩვენ ახლა წარვადგენთ დაახლოებით 921 მილიონზე, რომელიც 10 დეკემბერს იქნება წარდგენილი, იმიტომ რომ გაიზარდა დაფინანსება თბილისის ცენტრალური ბიუჯეტიდან და 2019 წლის განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი, როგორც დედაქალაქის მერმაც განაცხადა, მილიარდს გადააჭარბებს, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განხორციელებულ პროექტს დედაქალაში, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით,” – აცხადებს ბენდელიანი.