LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარია გჯეროდეთ თქვენი ოცნებების…“ – რას წერს სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი მატილდა გვარლიანზე

907
მარიამ შარმანაშვილი, მატილდა გვარლიანი

„მთავარია გჯეროდეთ თქვენი ოცნებების“ – ამის შესახებ სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს და 2019 წელს „ფორტუნასთან“ ჩაწერილი ინტერვიუდან ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის სქრინს ავრცელებს.

საქმე იმაშია, რომ 2019 წელს, როდესაც მატილდა გვარლიანი 15 წლის გახლდათ და სულ ახალი გამოჩენილი იყო ქართულ სამოდელო სივრცეში, რადიო „ფორტუნას“ საიტმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გოგონა სწორედ Victoria’s Secret-ის შოუზე, მის გავლენასა და მონაწილეობის სურვილზე საუბრობდა.

ფოტოზე, კი რომელსაც მარიამ შარმანაშვილი ავრცელებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებლის კომენტარია, სადაც აღნიშნულია, რომ Victoria’s Secret-ის შოუში მონაწილეობაზე მატილდას არც კი უნდა ეოცნება:

მთავარია გჯეროდეთ თქვენი ოცნებების – წერს მარიამ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.

ფოტო: რაზე ოცნებობდა 15 წლის მატილდა გვარლიანი და რას ამბობდა fortuna.ge-სთან ინტერვიუში წლების წინ: „6-7 წლის ვიყავი, პირველად რომ ვნახე „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუ… ამან დიდი ემოციები გამოიწვია… მინდა „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში მოხვედრა…“

„ქართულად დაგაწერინებთ მატილდაზე, არ იდარდო ადმინ“ – Victoria’s Secret-ის „ფანგვერდის“ ადმინმა მხოლოდ მატილდა გვარლიანის ფოტოები და ვიდეო კადრები გამოაქვეყნა

მთავარია გჯეროდეთ თქვენი ოცნებების ❤️💫

Posted by Mariam Sharmanashvili on ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g