ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე კონკრეტული პირების განცხადებას მნიშვნელობა არ აქვს და ოფიციალურ კომუნიკაციას უნდა დაველოდოთ. როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნა, მთავრობა გადაწყვეტილების მიღებისას ფრთხილი იქნება.
„დაველოდოთ, რა იქნება. კონკრეტული პირების განცხადებას მნიშვნელობა არ აქვს. დაველოდოთ ოფიციალურ კომუნიკაციას. ეს მარტივი საკითხი არ არის, გვესმის საკითხების მგრძნობიარობა. ძალიან ფრთხილები ვართ. ასევე ფრთხილები ვიქნებით გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს და არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელი იქნება.