LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა კურორტ „ზიარის“ განსავითარებლად ინვესტორს ეძებს

332
55908474_988262611363941_8885374723593076736_n

მთავრობა კურორტ „ზიარის“ განსავითარებლად ინვესტორს ეძებს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გურჯაანში, სოფელ ზიარში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ყოფილ პიონერთა ბანაკზიარსელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა მაქსიმუმ 42 თვის ვადაში სასტუმროკომპლექსის მოსაწყობად 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმროს აშენება და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.

გასაყიდი ობიექტი, რომლის საწყისი ფასი 250 000 ლარია, 21918 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს. აღწერის მიხედვით, კურორტი ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებით და უნიკალური მიკროკლიმატით.

აუქციონი 25 აპრილს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g