LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ოჯახებს შვილის შეძენისას, ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს დაუფინანსებს

63
Dom-na-rukah

კიდევ ერთი სპეციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მოვამზადეთ და ვფიქრობთ, ძალიან მოთხოვნადი და აქტუალურია, არის პროგრამა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გასცემს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი და მოინდომებენ, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი ბინის შეძენას.

„ჩვენ აქ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება, ხოლო თუკი საუბარია მესამე, ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და როგორც კი ის დამტკიცდება და ამოქმედდება და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, ბევრი ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g