LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა საერთოდ არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში ოკუპაციაა – ადამიანები თავისი ხელით შლიან სახლებს ან ართმევენ, ამ ისტორიების მოყოლა საერთაშორისო პრესაში მნიშვნელოვანია: ელენე ხოშტარია

106
BeFunky-collage (70)

ბოლო ერთი თვეა საოკუპაციო ძალები ისევ გააქტიურდნენ – რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში და რა პერსპექტივა აქვს ქვეყნის ოკუპაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას? – კვირის ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” “დროას“ დამფუძნებელმა ისაუბრა.

ელენე ხოშტარია ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, ვინც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკური საბჭოს შეუერთდა.

“ვიწყებთ სპეციალური სტატუსის შემუშავებას იმ სოფლებისა და მცხოვრებლების, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან იმყოფებიან” – დავით ქაცარავა განმარტავს, რა გეგმები აქვს ანტისაოკუპაციო საბჭოს

“დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში” – ოპოზიციური პარტიების ნაწილი ანტიოკუპაციურ საბჭოს ქმნის

 

მთავრობა საერთოდ არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში ოკუპაციაა – რას გულისხმობს ოკუპაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნება

 

“დროას” ლიდერი აცხადებს, რომ ოკუპაციის საკითხის მიმართ პოლიტიკა ფუნდამენტურად გადასახედია. ელენე ხოშტარია იქ მცხოვრები მოსახლეობის როლზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ყოფითი რეალობის ჩვენება საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში გააქტიურდეს.

„რა თქმა უნდა, ეს არ იყო პირველი ჩასვლა. საოკუპაციო ხაზთან სისტემატურად დავდივარ. განწყობები ცნობილია, თუმცა ამ ვითარებას ახასიათებს ერთი მთავარი რამ – მუდმივ საფრთხეში ცხოვრება. არ არსებობს მათი უსაფრთხოების არანაირი დამცავი საშუალება.
პატრულირების ფუნქცია მთლიანად მოხსნილია. ამასთან, უკიდურესი გაჭირვებაა და აქვთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები
ინფრასტრუქტურულად და სოციალურ-ეკონომიკურადაც ბევრად მეტი ფული უნდა დაიხარჯოს, რომ ასეთი ჩამოქცეულობა არ იყოს ადგილზე

ეს საბჭო სხვადასხვა ამოცანით შეიქმნა. დეოკუპაციის პროცესში იქ მცხოვრები მოსახლეობის როლი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე საკითხია, ჰუმანიტარული თემა, ამ ადამიანების ისტორიების მოყოლა, ჩვენება საერთაშორისო პრესაში მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები თავისი ხელით შლიან სახლებს ან სახლებს ართმევენ, ამიტომ ამ ადამიანების სახის ჩვენება საერთაშორისო ყურადღების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია.

ფაქტია, რომ ოკუპაციაზე საუბარი ძირითადად კრიზისიდან კრიზისამდე ხდება ხოლმე. რაღაც ახალი ეტაპი იწყება ვთქვათ, ხაზის გავლებით ან ვინმეს მოტაცებით. ეს უნდა გახდეს სისტემატური მუშაობის საგანი და არა უბრალოდ რეაქციის როლში ჰყოფნის.
პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებაზე ვგულისხმობთ, ამ ხალხს გაჩვენოთ გამოსავალი, რა უნდა გაკეთდეს უსაფრთხოების და ეკონომიკის კუთხით.

მთავრობა საერთოდ არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში ოკუპაციაა. ეს არის მათი პოლიტიკა. ახლა, როდესაც საერთაშორისო ყურადღების რესურსი არსებობს უკრაინის გამო, ჩვენ ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ, რომ ოკუპაციაზე ყურადღება გავამახვილოთ.
რაღაც კეთდება რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის ის შემართება, რომელსაც ეს ხალხი იმსახურებს. ამ მხრივ აუცილებელია მთავრობაზე ზეწოლა. ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობას ვერ ჩავანაცვლებთ”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

“დროას” ლიდერმა უკრაინაში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ ინიციატივებსა და დისკუსიებზე შეთანხმდნენ.

“ძალიან დატვირთული შეხვედრები იყო, სადაც კონკრეტულად ვლაპარაკობდით თუ რა ფორმატები უნდა შეიქმნას რეგიონში იმისთვის, რომ რუსეთის ამ პოლიტიკას აღვუდგეთ წინ.

მოკითხვა ქართულ პოლიციას, ნახეთ არავინ დაგვიჭირა - ელენე ხოშტარია უკრაინიდან ვიდეოს აქვეყნებს

კადრებში ჩანს, რომ ელენე ხოშტარია ბოძზე "სტიკერს" აკრავს წარწერით Georgia stands with Ukraine (საქართველო უკრაინის გვერდში დგას)

ამაზე არაერთი დისკუსია დავგეგმეთ და კონკრეტულ ინიციატივებზე შევთანხმდით. რაც შეეხება რეზოლუციას, საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მაშინ როდესაც საფრთხეები დიდია და შესაძლებლობებიც არსებობს”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, 7 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, პოლიტიკურმა პარტიებმა ანტისაოკუპაციო საბჭოს დაფუძნების შესახებ განაცხადეს. საბჭოში 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა – “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დროა”.

საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იყო.

 

ელენე ხოშტარია: კაპიკი ხელფასი არ ამიღია პარლამენტში, არც ქოლგას განვიხილავ და არც ვიღაცის დომინაციას, ახლა სამუშაოა ხალხთან

რუსულ ტელევიზიაშიც კი უშვებენ სააკაშვილის უფლების შემლახველ კადრებს, ფაქტია, ხელისუფლება არც სამართლიანი და არც კეთილგონიერი გახდება – ხოშტარია

“ვიწყებთ სპეციალური სტატუსის შემუშავებას იმ სოფლებისა და მცხოვრებლების, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან იმყოფებიან” – დავით ქაცარავა 

 

magti 5g