LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: კაპიკი ხელფასი არ ამიღია პარლამენტში, არც ქოლგას განვიხილავ და არც ვიღაცის დომინაციას, ახლა სამუშაოა ხალხთან

104
BeFunky-collage (67)

“პრინციპულად არასწორია კობახიძე წყვეტდეს პოლიტიკურ დამოკიდებულებას კონკრეტული მანდატის მიმართ”, – ასე ეხმიანება “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც ხოშტარიამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, კომენტარსაც არ გააკეთებს, მისივე სიტყვებით “იმ სისულელეზე, რაც ახლა ხდება პარლამენტში”.

სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

“მე საერთოდ არ ვაღიარებ, რომ იმ პარლამენტში ვარ, მას შემდეგ რაც დავწერე წერილი და საკონსტიტუციოში შევიტანე. მე იქ კაპიკი ხელფასი არ ამიღია, შეხება არ მქონია და ახლა საერთოდ არ მაინტერესებს რას თამაშობენ თვითონ, გააუქმებენ, არ გაუუქმებენ. პრინციპულად არასწორია კობახიძე წყვეტდეს პოლიტიკურ დამოკიდებულებას კონკრეტული მანდატის მიმართ. კომენტარსაც არ ვაკეთებ მაგ სისულელეზე, ახლა რაც ხდება პარლამენტში”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

“დროას” ლიდერი ოპოზიციის მორიგი ერთობის შესახებ გიგი უგულავას იდეასაც გამოეხმაურა. საქმე ეხეა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ფეისბუკპოსტს, სადაც ის „ქოლგა პარტიად“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.

გიგი უგულავა ინიციატივით გამოდის, ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ

ელენე ხოშტარია „ერთი ქოლგის ქვეშ“ გაერთიანებას თეორიულად არც განიხილავს. მეტიც, მიიჩნევს, რომ ახლა ეს ინიციატივა აქტუალური არცაა.

“გიგი უგულავას იდეა არ მგონია პოლიტიკურ პროცესს ქმნიდეს. დისკუსია ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ ეს არის ახლა აბსოლუტურად აქტუალური. მე მგონია, რომ ახლა ოპოზიციას სულ სხვა ამოცანები აქვს – მაქსიმალურად იმუშაოს ამომრჩეველთან, მათ პრობლემებზე, მოიპოვოს ნდობა და ა.შ.

პრინციპში კონფიგურაცია უკვე გადაწყვეტილია, რომ კოალიციური უნდა იყოს შემდეგი მმართველობა. ამიტომ კოალიცია არის ის ფორმა, რომლის განსხვავებულს მე არ განვიხილავ, არც ქოლგებს და არც ვიღაცის დომინაციას, ჯერ ვნახოთ, ვინ რა ძალის პატრონია.
ახლა სამუშაოა ხალხთან, უამრავი პრობლემაა და ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ მარტო არჩევნებისთვის არ ვმუშაობთ.

რაც შეეხება საოკუპაციო პარალელს, თემატურ საკითხებზე თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია აბსოლუტურად ყველა პარტიასთან”, – განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ელენე ხოშტარიამ.

 

რუსულ ტელევიზიაშიც კი უშვებენ სააკაშვილის უფლების შემლახველ კადრებს, ფაქტია, ხელისუფლება არც სამართლიანი და არც კეთილგონიერი გახდება – ხოშტარია