“დროას” დამფუძნებელი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში დაინიცირდა
როგორც ელენე ხოშტარიამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, მმართველი გუნდის მსგავსი დამოკიდებულება პოლიტიკურ ოპონენტების მიმართ პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯს აზიანებს.
„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად არღვევს ამ ადამიანის უფლებებს და რუსულ ტელევიზიაშიც კი უშვებენ მიხეილ სააკაშვილის უფლების შემლახველ კადრებს, ამიტომ ხელისუფლება, რომ არც სამართლიანი გახდება და არც კეთილგონიერი ფაქტია, მაგრამ მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ მსგავსი მოპყრობა პოლიტიკურ ოპონენტებთან, ვინც არ უნდა იყოს და რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს, ნამდვილად აზიანებს მთლიანად ქვეყანას და საფრთხეს უქმნის აბსოლუტურად ყველას, რადგან არავინ იქნება დაზღვეული.
მე რამდენადაც შემიძლია, ვიქნები აქტიური ამ საკითხებზე სასაუბროდ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, 9 ნოემბრის ეთერში, „როსია 24“-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანები იატაკზე ელექტრონულად გამოსახულ საქართველოს დროშაზე იდგნენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბედზე სტუმრებთან ერთად, ქილიკით ლაპარაკობდნენ.