LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი და 1 დღეში შემოუშვეს – პირად ექიმს არ უშვებენ 5 კვირაა

188
123

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, შენ მართავ პროცესებს. თუ ხედავთ, რომ ახალი  შეკრეჭილი ვარ. გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი.

გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა.

5 კვირაა ჩემი პირადი ექიმი, ნიკა ყიფშიძე არ შემოუშვიათ ჩემთან და პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში.

ერთი კვირაა, ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე. მაქვს სერიოზული პრობლემები პირველად ცხოვრებაში ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესებია წასული“. – განაცხადა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა მოუწოდა პასუხიმგებელ პირებს, მისცენ ექიმებს მისი მონახულების უფლება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

 

სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები:

“წავართვი რუსთავი, წავართმევ ბათუმს, ზუგდიდს… მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა – საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ”: სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

სააკაშვილი: პუტინი ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის და აქაური ხელისუფლება რომ დამალულია, სულ ფეხებზე ჰკიდია

“დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამ… სასწრაფოდ, დამიმძიმეთ ბრალი…” – რატომ “მოითხოვა” სააკაშვილმა ბრალის დამძიმება

“ივანიშვილს უყვარდა ხალხთან ლაპარაკი შუშის იქით და მე ვეშლები თავის თავში”- სააკაშვილს ადვოკატების გვერდით დაჯომის უფლება არ მისცეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g